25 აგვისტო 2019,   20:56
ვრცლად
„გენინსპექციაში მოვითხოვე იმ პატრულ-ინსპექტორების დაკავება, ვინც ძალადობა განახორციელა ჩვენზე" - სარალიძე

საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის ზვიად კუპრავას და მასთან ერთად დაკავებულ 3 პირს 14 დღით პატიმრობა მიუსაჯა.

პროცესზე მოწმის სტატუსით ზაზა სარალიძე დაიკითხა. როგორც პროცესის დასრულების შემდეგ ზაზა სარალიძემ განაცხადა, მან დაწერა განცხადება და მოითხოვა იმ პატრულ-ინსპექტორების დაკავება, რომლებმაც ზვიად კუპრავა აქციის სამ მონაწილესთან ერთად დააკავეს. სარალიძე ამბობს, რომ კუპრავას დაკავების მიზეზი მისი დისკრედიტაციაა.

„გენინსპექციაში მოვითხოვე იმ პატრულ-ინსპექტორების დაკავება, ვინც ძალადობა განახორციელა ჩვენზე ეს წინასწარ იყო გაწერილი. მიზანი არის კუპრავასა და ჩემი მეგობრების დისკრედიტაცია, რომლებიც აღარ უნდა დასწრებოდნენ აქციებს,“-აცხადებს სარალიძე.

დღის ამბები