27 აპრილი 2024,   01:17
ვრცლად
სპეცოპერაცია ქუთაისში - დაკავებული წარსულში ნასამართლევი პირია

სპეცოპერაციის შედეგად ქუთაისში ნარკოდანაშაულში ეჭვმიტანილი 45 წლის მამაკაცი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია 1973 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი პირი.

უწყების ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდა.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, სარეალიზაციოდ გამზადებული, 10 შეკვრად დაფასოებული, „ბუპრენორფინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინის“ ფხვნილი, ერთჯერად საინექციო შპრიცში მოთავსებული „ბუპრენორფინის“ შემცველი სითხე და ნარკოტიკების უკანონო რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული - 2 720 ლარი ამოიღეს.

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების უკანონო რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა - 250 ევრო და 100 ლარი.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის 1-ლი და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს. 

დაკავებულის ადვოკატი აცხადებს, რომ ბრალდება უსაფუძვლოა, დაკავების პროცესში კი სამართალდამცველების მხრიდან ადგილი ჰქონდა ფიზიკურ შეურაცხყოფას.

დღის ამბები