27 აპრილი 2024,   04:27
ვრცლად
საქართველოში დაწყებულ სამთავრობო ცვლილებებს "საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტში" დემოკრატიულ პროცესად აფასებენ

საქართველოში დაწყებულ სამთავრობო ცვლილებებს "საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტში" დემოკრატიულ პროცესად აფასებენ. „კურიერთან“ ინტერვიუში ორგანიზაციის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მთავრობის წევრების მშვიდობიანი როტაცია ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.

„მომხდარის დადებითი მხარე არის ის, რომ საქართველოში არის დემოკრატია. აქ შესაძლებელია ხელისუფლების მშვიდობიანი შეცვლა და მთავრობის წევრების მშვიდობიანი როტაცია, რაც არ არის რეალური, მაგალითად რუსეთსა და ჩინეთში.

ვფიქრობ, ქართველ ხალხს, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებს, სურვილი აქვთ იყონ დასავლეთის ნაწილი და ჰქონდეთ შესაბამისი ეკონომიკური კეთილდღეობა ჰქონდეთ, არსებობდეს პოლიტიკური ღიაობა და ლიბერალიზმი.

ისინი მთავრობისგან ამ პირობების სწრაფ შესრულებას ელოდებიან და ლოდინი აღარ უნდათ,”-აცხადებს ”საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ პრეზიდენტი დენ თუინინგი.

დღის ამბები