27 აპრილი 2024,   06:23
ვრცლად
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჩრდილოეთ კორეისთვის სანქციების მოხსნის პირობები დაასახელა

მაიკ პომპეომ ჩრდილოეთ კორეისთვის სანქციების მოხსნის პირობები დაასახელა. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის განცხადებით, ფხენიანს ეკონომიკურ შეზღუდვებს არ მოუხსნიან, ვიდრე ის ბირთვული განიარაღების პროცესს არ დაასრულებს.

მაიკ პომპეომ ეს განცხადება სეულში გააკეთა, სადაც სინგაპურის ისტორიული სამიტის შედეგები იაპონელ და სამხრეთ კორეელ კოლეგებს გააცნო.

დონალდ ტრამპი და კიმ ჩენ ინი 12 ივნისს გამართულ შეხვედრაზე ახალი ურთიერთობების დამყარებაზე შეთანხმდნენ, რომლის ამოსავალი წერტილიც კორეის ნახევარკუნძულის სრული ბირთვული განიარაღებაა.

ამავე თემაზე
დღის ამბები