19 ივნისი 2018,   12:03
ვრცლად
აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის თავმჯდომარე მარნეულის მერის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვს

აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის თავმჯდომარე მარნეულის მერის, თემურ აბაზოვის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვს. ალი ბაბაევი მოთხოვნით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს.

მისი განცხადებით, გავრცელებული ვიდეო, სადაც მარნეულის მცხოვრებ ელჩინ ალახვერდოვს „ქართული ოცნების“ ლიდერების სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო, სექსუალური ძალადობის მუქარით ბოდიშის მოხდა და სახეზე შარდის წასმა აიძულეს, შესაძლოა, კონკრეტული ჯგუფების ინტერესებს ემსახურებოდეს.

იმ შემთხვევაში თუ შსს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის მოთხოვნებს არ გაითვალისწინებს, ბაბაევი ამბობს, რომ ისინი აქციებს გამართავენ.

მარნეულში მომხდარი ფაქტს სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის დირექტორი ეხმაურება. ზაურ ხალილოვი გამოძიებას და დამნაშავის დასჯას მოითხოვს.

მარნეულის მერის, თემურ აბაზოვის დაკავება მარნეულის მკვიდრის მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტს უკავშირდება.

ამავე თემაზე
დღის ამბები