17 დეკემბერი 2018,   10:32
ვრცლად
მომღერალი გიო ხუციშვილი დაკრძალეს

მომღერალი გიო ხუციშვილი დღეს საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს. სამოქალაქო პანაშვიდი დილიდან ამაღლების სახელობის ტაძარში მიმდინარეობდა.

მომღერალი მძიმე ავადმყოფობის შედეგად 56 წლის ასაკში გარდაიცვალა.

გიო ხუციშვილის ოჯახს პირადად მიუსამძიმრა "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ და ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა და თბილისის მერმა, კახა კალაძემ.

დღის ამბები