17 დეკემბერი 2018,   10:32
ვრცლად
"ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები და ვნახოთ რამდენი კაცი აღმოჩნდება „ოცნებიდან“ პარლამენტში და რამდენი ოპოზიციიდან" - ნინო ბურჯანაძე

„თუ ასე იძახიან, რომ 30 კაცსაც ვერ გაიყვანს ოპოზიცია და ჩვენთვის არის კარგიო, მაშინ ჩაატარონ,“ - ასე ეხმაურება დავით ზურაბიშვილი პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას, რომ ვადამდელი არჩევნების შემთხვევაში ოპოზიციის წევრები ვერ შეძლებენ მანდატების მოპოვებას.

„რესპუბლიკური პარტიის“ წევრი ამბობს, რომ მოქმედი პარლამენტი ვერ  არსებულ გამომწვევებს ვერ პასუხობს.

„მთავარი ამბავი არის ის, რომ პარლამენტში არსებული ძალთა ბალანსიც,  ის შემადგენლობა რაც არის ვერ ასახავს იმას რეალურად რაც ხდება საზოგადოებაში,“-განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარეს პასუხობს „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ ლიდერიც. 

„თუ ისევე ჩაატარებენ არჩევნებს და მივცემთ იმის საშუალებას, როგორც საპარლამენტო არჩევნები ჩაატარეს რა თქმა უნდა მაშინ შეიძლება საერთოდ ვერავინ ვერ გავიდეს პარლამენტში ივანიშვილის ოჯახის წევრების გარდა. სხვათა შორის კობახიძემ შეასრულა ის დანაპირები, რომელიც როგორც ჩანს ადრე იყო ჩაფიქრებული, როდესაც ჩვენ დაგვემუქრა, რომ თქვენი პარტია, დემოკრატიული მოძრაობა, სამ პროცენტზე მეტს ვერ აიღებს და პარლამენტში  ვერ მოხვდებაო.  არჩევნები ჩატარდეს რეალურად თავისუფლად და დემოკრატიულად და მერე ვნახოთ რამდენი კაცი აღმოჩნდება „ოცნებიდან“ პარლამენტში და რამდენი ოპოზიციიდან,“-განაცხადა ნინო ბურჯანაძე.  

დღის ამბები