27 აპრილი 2024,   03:55
ვრცლად
მამუკა ბახტაძე "ნაციონალური მოძრაობის" შემომწირველი იყო - ირაკლი კობახიძეს განმარტების გაკეთება მოუწია

პრემიერმინისტრობის კანდიდატად მამუკა ბახტაძის წარდგენის  შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ის „ნაციონალური მოძრაობის“ შემომწირველი იყო.  მას 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე მაშინდელი მმართველი პარტიის ანგარიშზე 20 ათასი ლარი აქვს გადარიცხული.

მამუკა ბახტაძის მიერ 2012 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ დაფინანსებაზე კომენტარი პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა. ირაკლი კობახიძის თქმით, მას აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

„მე ამაზე არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. ბატონი მამუკა ყველა კითხვას გასცემს პასუხს. ჩვენთვის მთავარია, რომ ვიცით ბატონი მამუკა ბახტაძის პრინციპები, ღირებულებები, გუნდურობის შესახებ და ამ პრინციპებით იმოქმედებს. აქედან გამომდინარეობდა ჩვენი გადაწყვეტილება,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

"ქართულმა ოცნებამ" პრემიერმინისტრობის კანდიდატად მამუკა ბახტაძე დღეს წარადგინა. ამის შესახებ პარტიის ოფისში სპეციალური განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ გააკეთა.

ამავე თემაზე
დღის ამბები