27 აპრილი 2024,   04:15
ვრცლად
უმაღლეს შეფასებას ვაძლევ ქალბატონ მაიას - აკაკი ზოიძე პრეზიდენტობის კანდიდატად მაია ცქიტიშვილის დასახელებას მიესალმება

„უმაღლეს შეფასებას ვაძლევ ქალბატონ მაიას,“ - ეს განცხადება პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა, აკაკი ზოიძემ გააკეთა. აკაკი ზოიძის თქმით, მისთვის ინფრასტრუქტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, მაია ცქიტიშვილის კანდიდატურა პრეზიდენტის თანამდებობაზე მისაღებია.

„კურიერის“ ინფორმაციით, მმართველ გუნდში პრეზიდენტობის კანდიდატად ინფრასტრუქტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, მაია ცქიტიშვილი განიხილება, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ნდობით სარგებლობს.

„უმაღლეს შეფასებას ვაძლევ ქალბატონ მაიას, ამიტომ, ნებისმიერ პოსტზე მისი კანდიდატურა ჩემთვის მისაღებია და მითუმეტეს, ძალიან მომწონს იდეა, როგორც ადრე განვაცხადე, ქალი პრეზიდენტის, ამ ქვეყანაში,“ - განაცხადა ზოიძემ.

მმართველ პარტიაში პრეზიდენტობის კანდიდატის შერჩევა მიმდინარეობს. „ქართული ოცნება“ პრეზიდენტობის კანდიდატის დასახელებას ივლისის ბოლოს გეგმავს. 

დღის ამბები