27 აპრილი 2024,   06:19
ვრცლად
მოსახლეობის 22% აბსოლუტურ სიღარიბეში - UNICEF-ის კვლევების თანახმად საქართველოში სიღარიბე კრიტიკულ მაჩვენებელს აღწევს

საქართველოში სიღარიბე კრიტიკულ მაჩვენებელს აღწევს. გაეროს ბავშვთა ფონდის, UNICEF-ის კვლევების თანახმად, მოსახლეობის 22% საქართველოში აბსოლუტურ სიღარიბეში ცხოვრობს.

მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევას UNICEF ყოველ 2 წელიწადში ერთხელ ატარებს. საქართველოს ყველა რეგიონში, სხვადასხვა სოციალური ფენის ერთი და იგივე ოჯახებს აკვირდებიან, ბოლო კვლევა აჩვენებს, რომ საქართველოს მოსახლეობის საერთო მდგომარეობა 2015 წელთან შედარებით მკვეთრად გაუარესდა.

ქვეყნის გაღარიბების მიზეზთა სია ძალიან გრძელია, თუმცა მოსახლეობა მისი მდგომარეობის გაუარესების მთავარ მიზეზად მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას, ინფლაციას, ფასების ზრდას სამომხმარებლო კალათის შემცირებას და სოციალური დახმარების დაკარგვას ასახელებს.

2017 წელს მოსახლეობის ყველა ფენის და ყველა ასაკის მდგომარეობა გაუარესდა. კვლევის თანახმად ჩვენს ქვეყანაში უკიდურეს სიღარიბეში ბავშვთა 7 % ცხოვრობს.

ერთ-ერთი ოჯახი სახელმწიფოს გულგრილობით უმწეო მდგომარეობაში აღმოჩნდა. 5 წლის ლიზი ბაზიარი და ძმასთან და მშობლებთან ერთად თბილისში ნაქირავებ 1 ოთახში ცხოვრობს. ლიზის ჯანმრთელობის გამო დედა მუშაობას ვერ ახერხებს, მამა მთელი დღეები სამუშაოს საძებნელადაა გასული, თუ რამე იშოვა საჭმელიც იქნება, თუ არადა ან კეთილი ნათესავები დაეხმარებიან, ან მშიერი დაიძინებენ. მამას ერთ-ერთი დროებითი ნაპოვნი სამუშაოს ხელფასი ჩაურიცხეს და სოციალური დახმარებაც შეწყდა.

 

დღის ამბები