14 ოქტომბერი 2019,   08:44
ვრცლად
მთავრობის შემადგენლობა, რომელსაც პარლამენტი დროებით დაამტკიცებს, ცნობილია

მთავრობის შემადგენლობა, რომელსაც პარლამენტმა კენჭი უნდა უყაროს, უკვე ცნობილია. მინისტრობის კანდიდატების სიაში არ არიან საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და ეკონომიკის ყოფილი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი. მათ ნაცვლად სიაში, მათივე ყოფილი მოადგილეები დავით ზალკანიანი და გიორგი ჩერქეზიშვილი მოხვდნენ.

ფინანსთა მინისტრის კანდიდატად მამუკა ბახტაძის ყოფილი მოადგილე ნიკოლოზ გაგუაა წარდგენილი.

დანარჩენ სამინისტროებს მთავრობის ძველი შემადგენლობა უხელმძღვანელებს.

მთავრობის ახალ შემადგენლობას სათავეში მამუკა ბახტაძე ჩაუდგება. როგორც ცნობილია, აღნიშნული სიით მთავრობის შემადგენლობას პარლამენტი დროებით დაამტკიცებს. მამუკა ბახტაძის განმარტებით დაგეგმილია სამინისტროების რესტრუქტურიზაცია, რაც სამი სამინისტროს გაუქმებას და სხვა უწყებებთან შერწყმას გულისხმობს.

დღის ამბები