26 სექტემბერი 2018,   11:46
ვრცლად
სტიქია საქართველოში - ძლიერმა წვიმამ რკინიგზაზე პრობლემები შექმნა 

უამინდობა საქართველოში - ძლიერმა წვიმამ პრობლემები რკინიგზაზეც შექმნა. ზუგდიდი-თბილისისა და ფოთი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებლები დანიშნულების ადგილზე რამდენიმე საათის დაგვიანებით ჩავიდა.

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო დაგვიანებით ჩავიდა თბილისიდან მიმავალი მატარებელი ბათუმშიც. მიზეზი ზესტაფონის სარკინიგზო უბანზე მაღალი ძაბვის გათიშვა გახდა.

ელექტროენერგიის აღსადგენად რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა სამუშაოები, რის შემდეგაც მატარებლებმა რეისები შეასრულეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები