27 აპრილი 2024,   01:13
ვრცლად
სამდღიანი პატიმრობა დასრულებულია - ოკუპანტებმა საქართველოს გატაცებული მოქალაქე გაათავისუფლეს

სამდღიანი პატიმრობის შემდეგ ოკუპანტებმა 58 წლის მწყემსი, მიხეილ პეტრემღვდლისშვილი გაათავისუფლეს.

ის შიდა ქართლის პოლიციის სამხარეო სამმართველოშია გადაყვანილი.

სოფელ ახალუბნის მკვიდრი საოკუპაციო რეჟიმმა ჯარიმის გადახდის შემდეგ ერგნეთში მდებარე საგუშაგოზე ქართველ სამართალდამცველებს გადასცეს.

პეტრემღვდლისშვილი სამი დღის წინ სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე მაშინ დააკავეს, როცა ის საქონელს მწყემსავდა. როგორც გათავისუფლების შემდეგ თავად განაცხადა, მან ვერ შენიშნა ბუჩქებში ჩასაფრებული ოკუპანტები.

მისივე თქმით, ის დაკავების შემდეგ ჯერ რუსულ ბაზაზე შემდეგ კი ცხინვალის ციხეში გადაიყვანეს.

გატაცებისას პეტრემღვდლისშვილთან ერთად კიდევ ორი მწყემსი იმყოფებოდა, თუმცა მათ ოკუპანტების გამოჩენის შემდეგ თავს გაქცევით უშველეს.

დღის ამბები