08 მაისი 2024,   08:41
ვრცლად
35 წლის მოკლული პოლიციელი დღეს მშობლიურ სოფელში დაკრძალეს

ქობულეთის პოლიციის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი ბუტა ანთაძე, რომელიც რამდენიმე დღის წინ მოკლეს,  დღეს მშობლიურ სოფელში დაკრძალეს. გარდაცვლილი ქობულეთის ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის ეკლესიაში დაასვენეს, სადაც მისი სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღევლინა.

35 წლის მოკლული პოლიციელი გასულ კვირას მოკლეს, მას სასიკვდილო ჭრილობა ზურგიდან ბასრი იარაღით მიაყენეს, პოლიციელი კლინიკაში შეყვანიდან 1 საათში გარდაიცვალა.

ბრალდებულის ახლობლების ინფორმაციით, ბრალდებულსა და გარდაცვლილს ერთმანეთთან კონფლიქტი და დაძაბული ურთიერობა ჰქონდათ.

დღის ამბები