26 აპრილი 2024,   23:45
ვრცლად
"მივმართავ ივანიშვილს, აღიარონ სახელმწიფო დანაშაული" - მალხაზ მაჩალიკაშვილი

„დღევანდელი მიმართვა იქნება პირდაპირ ივანიშვილისთვის, აღიარონ ეს სახელმწიფო დანაშაული. იქნას თემირლანი აღიარებული უდანაშაულოდ,“- ეს განცხადება, სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ პანკისში აქციის დაწყებამდე გააკეთა.

როგორც მალხაზ მაჩალიკაშვილი აცხადებს, სახელმწიფომ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ჩადენილი დანაშაულისთვის და დასაჯოს ყველა ის ადამიანი ვინც ამ დანაშაულში მონაწილებდა.

„დაისაჯონ ის ადამიანები, რომლებიც უშუალოდ ამ ტერაქტში დამნაშავეები. ეს არის პირდაპირ სახელმწიფოს დანაშაული. სახელმწიფომ დანაშაული თუ არის, პასუხი უნდა აგოს. თუ არა და  მოსახლეობა რისთვის არის, ხალხი რისთვის არის, მასა რისთვის არის, მთელი საქართველოს რისთვის არის. ვის მოჰყავს ხელისუფლება მთავრობაში? ხალხს არა?!-იმ ხალხს იმ ხელისუფლების გადაყენებაც შეუძლია,“-განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ხელისუფლების იმ მაღალჩინოსნებს, რომლებმაც დანაშაული ჩაიდინეს პირადად ბიძინა ივანიშვილი მფარველობს.

„ივანიშვილი მფარველობს ამ გომელაურსაც და ამ მთლიან ხელისუფლებასაც.  ჩვენ ტაშის კვრით და ჩვენი დიდი იმედით  მოვიყვანეთ ივანიშვილის ოცნება და დღეს მივიღე ამ ოცნებისგან  დიდი ტრაგედია. ერთ-ერთ მაინც გამოვიდეს სამართლიანი. ერთ -ერთს მაინც ჰქონდეს ადამიანური ერთი პროცენტი მაინც,“-განაცხადა  მედიკო მარგოშვილმა.

აქციას ესწრება თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა, ზაზა სარალიძეც. ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ამბობს, რომ მან და მალხაზ მაჩალიკაშვილმა ვერ იპოვეს სამართალი.

„ჩვენ გვაერთიანებს ერთი დიდი ტკივილი, რომ შვილები დაგვიხოცეს. და სამართალს ვერ ვპოულობთ. უნდა გამოიძიონ. ეს ხელისუფლება იქნება თუ სხვა ხელისუფლება ამას ჩემთვის არსებითი მნიშვნელობა არ გააჩნია. ჩემთვის მნიშვნელოვანია ჭეშმარიტების დადგენა. იგივეა ბატონი მალხაზიც, რომ ჭეშმარიტებამ უნდა იზეიმოს,“-განაცხადა ზაზა სარალიძემ.

საპროტესტო აქცია პანკისის ხეობაში უკვე მიმდინარეობს. მალხაზ მაჩალიკაშვილის ოჯახის მხარდასაჭერად ხეობის მოსახლეობაა შეკრებილი.

დღის ამბები