27 აპრილი 2024,   01:44
ვრცლად
განათლება და ახალგაზრდობა - ეს არის ჩემი ცხოვრების მთავარი პრიორიტეტი - მამუკა ბახტაძე 

„განათლება და ახალგაზრდობა - მე ჩემს გამოსვლაში გულწრფელად ვთქვი, რომ ეს არის ჩემი ცხოვრების მთავარი პრიორიტეტი,“ - ეს განცხადება  პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ, პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს გააკეთა.

ბახტაძე საქართველოს ეკონომიკის განვითარების მნიშვნელოვან ფაქტორად განათლებას მიიჩნევს. ბახტაძე აცხადებს, რომ შემოდგომაზე ახალი საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენა იგეგმება. 

„ჩვენ, საქართველო ვერ გავხდებით განვითარებული ეკონომიკა, თუ არ განვახორციელებთ განათლების სისტემაში მასშტაბურ ინვესტიციებს და არ განვახორციელებთ განათლების სექტორის ფუნდამენტურ რეფორმას. ეს არის ერთადერთი და მთავარი წინაპირობა იმისთვის, რომ 21-ე საუკუნეში საქართველოს ეკონომიკა გახდეს განვითარებული. აქედან გამომდინარე, ჩვენ შემოდგომაზე წარმოვადგენთ ძალიან მნიშვნელოვან საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ შემდგომ საქართველოს ეკონომიკაში სწორედ განათლება გახდება დომინანტი სექტორი და უზრუნველყოფს იმას, როს საქართველოს ეკონომიკაში განათლების სექტორს ქონდეს მინიმუმ ორნიშნა რიცხვი,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

დღის ამბები