25 სექტემბერი 2018,   12:08
ვრცლად
მიუხედავად ცალკეული ხეპრული გამოხტომებისა მის მიმართ, მამუკა ბახტაძე საკმაოდ გონიერი ადამიანია - გია ვოლსკი

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ხედვას ქვეყანაში გასატარებელ რეფორმებთან დაკავშირებით მიესალმება გია ვოლსკი.

მმართველი გუნდის წევრი ამბობს, რომ მისი სწორი ხედვა დადასტურდა, თუნდაც, დღეს საკომიტეტო მოსმენებზე.

დეპუტატის თქმით, ამ შეხვედრებზე გამოთქმული შენიშვნები ან კითხვები გამოყენებული იქნება მამუკა ბახტაძის მიერ სამოქმედო გეგმაში.

„მიუხედავად ცალკეული ხეპრული გამოხტომებისა მის მიმართ, საკმაოდ საინტერესო  ინფორმაცია მიიღო, თუნდაც, ოპოზიციის მხრიდან და თუნდაც, ჩვენგან. შეკითხვები იყო საკმაოდ მწვავედ დასმული. მე ვფიქრობ, რომ ის პროგრამა, რაც უნდა წარმოგვიდგინოს უახლოეს პერიოდში, მნიშვნელოვანწილად ასახავს ამ კითხვებს. მამუკა ბახტაძე საკმაოდ გონიერი ადამიანია,“ - განაცხადა გია ვოლსკიმ.  

 

დღის ამბები