03 მაისი 2024,   15:45
ვრცლად
მოკრივე ავთანდილ ხურციძე აშშ-ს სასამართლოს ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავედ ცნეს

ქუთაისელი მოკრივის ავთანდილ ხურციძის სასამართლო პროცესი ამერიკაში დასრულდა. ნაფიცმა მსაჯულებმა ხურციძე დამნაშავედ ცნეს. მას ბრალი ედება რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობაში. სასჯელის ზომას, 21 სექტემბერს სასამართლო გამოაცხადებს და მას 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ხურციძის დედა აცხადებს, რომ მისი შვილი უდანაშაულოა და საქართველოს მთავრობას დახმარებას სთხოვს. თავად ავთანდილ ხურციძე თავს უდანაშაულოდ ცმობს.

ხურციძე იმ 33 ადამიანს შორის აღმოჩნდა, რომელთაც ნიუ–იორკის პროკურატურამ ივნისში დანაშაულებრივი სინდიკატის წევრობის ბრალდება წაუყენა. სულ ამ საქმეზე 15 ქართველი დააკავეს. ისინი რუსეთში მოქმედ "კანონიერ ქურდთან" რაჟდენ შულაიასთან კავშირში არიან მხილებული.



დღის ამბები