27 აპრილი 2024,   08:22
ვრცლად
აქცია კომპანია "სვეტის" წინააღმდეგ - 1000-ზე მეტი დაზარალებული სამშენებლო კომპანიას ასეულობით მილიონს ედავება

მთავარ პროკურატურასთან კომპანია „სვეტის"  დაზარალებულები მენაშენეები იმყოფებიან. ისინი კომპანიის წინააღმდეგ დანაშაულის გამოვლენას, მათ დასჯას და თავიანთი კუთვნილი თანხის დაბრუნებას ითხოვენ.

1000-ზე მეტი დაზარალებული კომპანიას 300 მილიონ ლარზე მეტ თანხას ედავება.

აქციის მონაწილეებს პროკურატურის წარმომადგენელი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მათ საქმეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური იძიებს.

კომპანია "სვეტს" თბილისში ოთხი, ბათუმში კი ერთი დაუმთავრებელი შენობა აქვს.

დღის ამბები