26 აპრილი 2024,   23:50
ვრცლად
"ნარკოპოლიტიკა არის სისტემურად გადასახედი" - ომბუდსმენი სინოდის განჩინებას ეხმაურება 

სახალხო დამცველი წმინდა სინოდის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომელიც ქვეყნის ნარკოპოლიტიკას ეხება და რომელიც გუშინდელი სხდომის შემდეგ ოქმში აისახა.

სინოდის განჩინებით, შესაძლოა ნარკოტიკული ზემოქმედების დროს გარდაცვლილ ადამიანებს ეკლესიური წესი აღარ აუგონ.

ეკლესია საკონსტიტუციო სასამართლოს წინააღმდეგაც ილაშქრებს და მთელი რიგი რეპრესიული მიდგომების ძალაში დატოვებას ითხოვს.

ომბუდსმენი ამბობს, რომ მას საპატრიარქოს მიდგომა ესმის, თუმცა აქვე განმარტავს, რომ სახალხო დამცველი ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მომხრეა.

„სახალხო დამცველი ნამდვილად უჭერს არსებული ნარკოპოლიტიკის გადახედვას მხარს. პირველ რიგში მიგვაჩნია ცალსახად, რომ ნარკოდამოკიდებულებზე და ნარკომომხმარებლებზე უნდა გამოირიცხოს საპატიმრო სასჯელი. ჩვენ დიდი ხანია გვაქვს მკაცრი და რეპრესიული ნარკოპოლიტიკა, მიუხედავად ამისა ვერ მივაღწიეთ ნარკომომხმარებლების შემცირებას და პირიქით მაშინ როდესაც მკაცრი იყო ნარკოპოლიტიკა, მაშინაც კი იზრდებოდა მაშინაც კი იზრდებოდა ნარკომომხმარებელთა რიცხვი, ამიტომ ჩვენი პოლიტიკა არის სისტემურად გადასახედი,“-განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები