17 ივლისი 2018,   17:30
ვრცლად
მიგრანტების კრიზი-ანგელა მერკერმა ევროპელი ლიდერები საგანგებო სამიტზე მიიწვია

ევროპელი ლიდერები მიგრანტების კრიზის მოგვარებაზე მსჯელობენ. საგანგებო სამიტი ანგელა მერკელმა მოიწვია. ევროპაში მიგრანტების ნაკადისა და გაზრდილი კრიმინალის ფონზე, გერმანიის კანცლერი საემიგრაციო პოლიტიკის გამო ქვეყნის შიგნითაც და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან სერიოზული წნეხის ქვეშ აღმოჩნდა. ორგანიზაციის წევრები მიგრანტების მიღებაზე უარს აცხადებენ. ასეთი ქვეყნების წინააღმდეგ ევროკავშირმა შესაძლოა ფინანსური სანქციები აამოქმედოს. ინიციატივა საფრანგეთის პრეზიდენტმა წამოაყენა და მიგრანტების მიღების დახურული ცენტრების შექმნას დაუჭირა მხარი. ემანუელ მაკრონის ინიციატივამ იტალიის უკმაყოფილება გამოიწვია, რომელმაც მიგრანტების გემი არ მიიღო. რომში აცხადებენ, რომ ასეთი განცხადებების გამო ემანუელ მაკრონი შესაძლოა ევროპის ნომერი პირველი მტერი გახდეს. 

დღის ამბები