27 აპრილი 2024,   01:34
ვრცლად
მოზარდების მკვლელობის საქმე - საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დღეს საქმის პროკურორს და გამომძიებელს დაკითხავენ 

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისია დღეს მორიგ სხდომას გამართავს.

დაგეგმილია შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლისა და საქმის პროკურორის გამოკითხვა. ძალოვანი უწყების წევრებს საკანონმდებლო ორგანოში დილის 10:00 საათიდან ელოდებიან.

საგამოძიებო კომისიას მათთან არაერთი კითხვა აქვთ - მათ შორის ხორავას ქუჩაზე დანგრეულ ფარდულთან და ერთ-ერთი მოწმის ტანსაცმელთან დაკავშირებით. სავარაუდოდ, ამ შეხვედრის შემდეგ გაირკვევა როდის მოხდება ყოფილი მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის გამოკითხვა.

„უკვე საქმის შესწავლიდან გამომდინარე, მათ შორის  დაზარალებულებთან შეხვედრიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა არის ძალიან სერიოზული კითხვის ნიშნები საქმესთან დაკავშირებით. ჩვენ გვექნება საშუალება, რომ ყველა ეს კითხვა დავუსვათ ამ ბატონებს, რომლებიც უშუალოდ აწარმოებდნენ და ხელმძღვანელობდნენ გამოძიების პროცესს,“-განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა ირაკლი აბესაძემ.

საქმის გამომძიებლებისგან და პროკურორებისგან კითხვებზე პასუხებს ითხოვენ „ქართულ ოცნებაშიც“.

„ზაზა სარალიძე სვამს კონკრეტულ შეკითხვებს, მაგალითად იგივე ფარდულთან დაკავშირებით, ერთ-ერთ მოწმის ტანსაცმელის ამოღებასთან დაკავშირებით, კონკრეტული პირების არ დაკითხვასთან დაკავშირებით. ამ მიზეზებზე ჩვენ დეტალური განმარტებები უნდა მივიღოთ იმ ადამიანებისგან, ვინც პირველ ეტაპზე და შემდეგ ეტაპზეც აწარმოებდნენ გამოძიებას და ხელმძღვანელობდნენ პროცესუალურად ამ ყველაფერს და სასამართლოში წარმოადგენდნენ მხარეს,“-აცხადებს მამუკა მადინარაძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები