27 აპრილი 2024,   02:31
ვრცლად
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე დღეს უვადო მოსამართლეობის კანდიდატებს უყრიან კენჭს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე დღეს უვადო მოსამართლეობის კანდიდატებს უყრიან კენჭს. უვადო მოსამართლეობის სურვილი შვიდმა მოსამართლემ გამოთქვა.

საკითხზე საკუთარ უარყოფით დამოკიდებულებას კიდევ ერთხელ აფიქსირებს საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე.

„სისტემა ჩაკეტილია, ჩაკეტილია მხოლოდ იმ ხალხისთვის, რომელიც უკვე მუშაობს სასამართლოში. ჩვენ მოსამართლეებად ვნიშნავთ მათ ვისაც ნამუშევარი აქვს მოსამართლის თანაშემწედ ან მდივნად. გარეშე პირს, კომერციულ იურისტს, ადვოკატს, პროკურორს, ბანკის იურისტს, მინიმალურად აქვს შანსი, რომ მოხვდეს ამ შემადგენლობაში.

საბჭოს შემადგენლობას მოვუწოდებ რომ იმის მაგივრად, რომ იფიქრონ, რომ გვებრძოლონ მე და ნაზი ჯანეზაშვილს, ებრძოლონ რეალურ, ხელშესახებ პრობლემებს, რომლებიც აქვთ სასამართლოში,“-აცხადებს ანა დოლიძე.

პრეზიდენტის ყოფილი საპარლამენტო მდივანი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა ნაწილის ინიციატივასაც აფასებს, რომელიც საბჭოს არამოსამართლე წევრებზე საჭიროების შემთხვევაში დისციპლინურ დევნას ითვალისწინებს.

დღის ამბები