27 აპრილი 2024,   01:13
ვრცლად
მიგრანტების კრიზისი - ევროპელმა ლიდერებმა შეთანხმების ვერ მიაღწიეს

ევროპელმა ლიდერებმა მიგრანტების კრიზისზე შეთანხმების მიღწევა ვერ შეძლეს. საგანგებო სამიტში, რომელიც ანგელა მერკელის მოწვევით გაიმართა, 16 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა.

იტალიის პრემიერ-მინისტრმა დუბლინის შეთანხმებაზე უარის თქმა მოითხოვა, რომლის მიხედვით მიგრანტებზე პასუხისმგებლობას ის ქვეყანა იღებს, სადაც ისინი პირველად შევლენ. იტალიამ და მალტამ 350 მიგრანტზე მეტის საკუთარ პორტებში შეშვებაზე უარი უკვე თქვა.

ასობით ადამიანი ამ დრომდე ღია ზღვაში, სამაშველო ხომალდებზე იმყოფება.

დღის ამბები