27 აპრილი 2024,   00:12
ვრცლად
"მხარდაჭერას როცა კარგავ უნდა წახვიდე სახლში" - დავით ჭიჭინაძე თეა წულუკიანზე საუბრობს 

„ქართული ოცნების“ ცალკეული დეპუტატები რიგგარეშე არჩევნების აუცილებლობაზე კვლავ საუბრობენ. ასევე, დისკუსიის საგანია აღმასრულებელ ხელისუფლებაში თეა წულუკიანის დარჩენაც.

დავით ჭიჭინაძის თქმით, წულუკიანის თანამდებობაზე დარჩენის შემთხვევაში საზოგადოებას მწვავე რეაქცია ექნება, რადგან არაერთხელ დადგა მისი გადადგომის საკითხი. 

„ერთ ადამიანზე არასდროს არ არის მაგრამ ამაზე რეაგირება ექნება საზოგადოებას. ჩვენ საზოგადოების რეაგირებაზე უნდა ვრეაგირებდეთ  ზოგადად, პარლამენტი. მე დეპუტატებზე  მაქვს საუბარი და არა მინისტრებზე. იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს პირდაპირი ვალდებულება მოსახლეობასთან ურთიერთობის. მე პირადად გამიჭირდება გავცე იმ კითხვას პასუხი, რატომ ვთქვათ კონკრეტულად ესა და ეს ადამიანი რომლის  მიმართაც არსებობს ბევრი კითხვა და რატომ ის არა რომლის მიმართაც არსებობს ქვეყანაში ნდობა,“-განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

რაც შეეხება რიგგარეშე არჩევნებს, „ქართული ოცნების" წევრი აცხადებს, რომ უავტორიტეტო პარლამენტს გაუჭირდება 2020 წლამდე მისვლა და ქვეყანაში შეიქმნება მძიმე პოლიტიკური კრიზისი.

„თუ იმ გზას შევუდგებით ვინც წარმატებული ადამიანია იმათ სახლში გაშვებას და იმ ადამიანების მოგროვებას ვინც არ სარგებლობს დიდი პოპულარობით საზოგადოებაში, მაშინ რა თქმა უნდა ყოველთვის ასეა. მხარდაჭერას როცა კარგავ უნდა წახვიდე სახლში. დღეს მთავრობა თუ არ მოიპოვებს დიდ ნდობას და არ იქნება ავტორიტატული ორგანო მოსახლეობაში, უავტორიტეტო პარლამენტის იმედად ჩვენ 2020 წლამდე ვერ მივალთ. და ქვეყანას შევიყვანთ ძალიან მძიმე პოლიტიკურ კრიზისში. ამიტომ კრიზისების განმუხტვის ყველაზე კარგი საშუალება არის ვადამდელი არჩევნები,"-განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.  

დღის ამბები