27 აპრილი 2024,   01:10
ვრცლად
შსს-მ მართლწესრიგის ოფიცრის 365 ვაკანსიაზე განცხადების მიღება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ახალი პროგრამა წარადგინა. დღეიდან, მართლწესრიგის ოფიცრის 365 ვაკანსიაზე განცხადების მიღება დაიწყო.

ამოქმედდება სპეციალური ვებგვერდი Officer.ge - რომელითაც შესაძლებელი იქნება მართლწესრიგის ოფიცრებისთვის  განცხადებების მიღება, მართლწესრიგის ოფიცრებისთვის საკომუნიკაციო არხი, ასევე მათ ტერიტორიას მიკუთვნებულ მართლწესრიგის ოფიცრებთან უშუალო კომუნიკაცია.

მართლწესრიგის ოფიცრის კომპეტენციაში შედის არასრულწლოვნებთან მუშაობა, ოჯახში ძალადობის პრევენცია, სამეზობლო დავების მოგვარება და უკანონო მიგრაციასთან ბრძოლა.

მართლწესრიგის ინსტიტუტი პირველ ეტაპზე თბილისში, საპილოტე რეჟიმში იქნება.

დღის ამბები