18 ივლისი 2019,   03:29
ვრცლად
"კითხვებზე პასუხებია გასაცემი და ამ ადამიანებმა უნდა გასცენ პასუხები“ - ლომჯარია მოზარდების მკვლელობის საქმის პროკურორებსა და გამომძიებლებზე საუბრობს

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დღეს კიდევ ერთი განმარტება გააკეთა სახალხო დამცველმა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიებას უწევს მონიტორინგს.

ნინო ლომჯარიას თქმით, გამოძიება არ მუშაობს ერთდერთი მიმართულებით, არამედ ამუშავებს ყველა შესაძლო ვერსიას.

„ამ კომისიაში ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ იქნება, გამომძიებლებისა და პროკურორების და თუნდაც ექსპერტების დაკითხვა, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები არ განხორციელებულა.

"არ ვიცი რამდენად მოხერხდება ახალი გამოძიებით დამატებითი მტკიცებულებების გამოვლენა, მაგრამ ის თუ რას აკეთებდა გამოძიება, რატომ ვერ გააკეთა და რატომ არ განახორციელა ის საგამოძიებო მოქმედებები, რაც ჩასატარებელი იყო, ამ კითხვებზე პასუხებია გასაცემი და ამ ადამიანებმა უნდა გასცენ პასუხები,“- ამბობს ნინო ლომჯარია.

დღის ამბები