27 აპრილი 2024,   03:21
ვრცლად
ირაკლი ნოზაძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში მონაწილე ორი პირი იდენტიფიცირებულია

კურიერის ინფორმაციით,""ქუჩის ბიჭების"" ერთ-ერთი სოლისტის განზრახ მკვლელობის მცდელობაში მონაწილე ორი პირი იდენტიფიცირებულია. თუმცა ბოლო ინფორმაციით, ირაკლი ნოზაძის დაჭრაში ბრალდებულები დაკავებულები ამ დრომდე არ არიან.

გვიან ღამით დასრულდა გულზე რამდენიმე საათიანი ოპერაცია. მომღერლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურად მძიმეა.

საავადმყოფოში იმყოფებოდნენ ირაკლი ნოზაძის ოჯახის წევრები და მეგობრები. მათ მომხდარის დეტალებზე და ვერსიებზე საუბარი უჭირთ.

„სახლში იყო, დაურეკეს თუ დაუძახეს, ეგეც დაუზუსტებელი ინფორმაციაა. ფაქტია, რომ ჩავიდა და მოხდა ეს კონფლიქტი. უცნობები სავარაუდოდ არ იქნებოდნენ, რადგან ჩავიდა ალბათ იცნობდა,“-განაცხადა კომპოზიტორმა გელა გნოლიძემ.

დღის ამბები