27 აპრილი 2024,   07:25
ვრცლად
სამოქმედო სტრატეგია - ზაზა სარალიძე და ზვიად კუპრავა მალხაზ მაჩალიკაშვილს ხვდებიან 

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე, და "სამართალდამცველთა რეფორმირების" ცენტრის ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა, პანკისის ხეობაში ჩავიდნენ. 

ზაზა სარალიძე და ზვიად კუპრავა, სოფელ დუისში, სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამას, მალხაზ მაჩალიკაშვილს ხვდებიან. 

მათი განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე შემდგომ სამოქმედო სტრატეგიას შეიმუშავებენ. მხარეები დღესვე შეთანხმდებიან, რა ფორმით და რესურსით გააგრძელებენ მოქმედებას.

„კონკრეტული შეთავაზებები არ არსებობს, გამოყოფილი გეგმები არ არსებობს, ჩვენ ვართ შვილმოკლული მშობლები, რომლებიც ვეძებთ სამართლიანობას. ვისაუბრეთ, როგორ შეიძლება სამართლებრივი გზით ვებრძოლოთ ძალოვან უწყებებს, რომ გავიტანოთ ჩვენი სიმართლე“-განაცხადა ზაზა სარალიძემ.

მალხაზ მაჩალიკაშვილმა მათ ის ოთახი დაათვალიერებინა, სადაც თემირლან მაჩალიკაშვილის მისამართით 26 დეკემბრის ღამეს ჩატარებული სპეცოპერაციისას სროლა განხორციელდა.

მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, ის აპირებს ბრძოლა ყველა დასახელებული პირის დასჯამდე გააგრძელოს. 

„რაც შეეხება პოზიციებს ეს არის ბოლომდე ბრძოლა, სანამ თემირლანს არ აღიარებენ უდანაშაულოდ სანამ არ იქნებიან დასჯილი გომელაური, გოგაშვილი და ის სპეცრაზმელი, სპეცოპერაციას ეძახიან მაგრამ ეს იყო ტერაქტი, და მინისტრი გახარია“- ამბობს მალხაზ მაჩალიკაშვილი.

 

დღის ამბები