30 აპრილი 2024,   12:06
ვრცლად
"თავდასხმის ობიექტი ხდება თავად ჯანჯღავა" - ირაკლი ნოზაძის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულის ადვოკატი

„ქუჩის ბიჭების“ დაჭრის ფაქტზე დაკავებულ თამთა ჯანჯღავასთვის ბრალის წაყენების პროცედურა ამ წუთებში დაიწყო.

ჯანჯღავას ადვოკატი თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში უკვე შევიდა.

როგორც ცნობილია, თამთა ჯანჯღავას გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობაში სდებს ბრალს.

ჯანჯღავას ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს დანა არ ჰქონია და დაზიანებები გასაღების საკიდით მიაყენა.

ადვოკატი არ გამორიცხავს ვერსიას, რომ თამთა ჯანჯღავა ირაკლი ნოზაძისგან გარკვეული პრეპარატის წამოღებას აპირებდა, რაშიც უკვე თანხა გადახდილი ჰქონდა.

„ეს არ არის დანა ეს არის ბრელოკი. ნუ ვიჩქარებთ და ვთქვათ, ერთი რამ თავდასხმის ობიექტი ხდება თავად ჯანჯღავა. მე რომ პატარა გოგონას დავუწყო ცემა, ის მოიმოქმედებს ყველაფერს, რომ არ განმეორდეს. ბევრი ვერსია გავრცელდა. მე ამ წუთში შემიძლია გითხრათ, რომ არცერთი ვერსია არ გამოირიცხება,“- ამბობს ჯანჯღავას ადვოკატი ავთანდილ ბუაძე.

დღის ამბები