19 ივნისი 2019,   21:50
ვრცლად
ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის საპასუხო სია ოკუპირებულ ცხინვალში - გადაწყვეტილებას მმართველ გუნდში ეხმაურებიან

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის მნიშვნელობაზე საუბრობენ. მმართველ გუნდში განმარტებები საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებაზეც გააკეთეს, სადაც ოთხოზორია-ტატუნაშვილის შავი სიის საპასუხოდ სიას ამზადებენ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, არჩილ თალაკვაძის თქმით, ოკუპირებულ ცხინვალში მომზადებული სია უსაფუძვლოა, ხოლო ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას საერთაშორისო თანამეგობრობა იზიარებს.

მმართველი გუნდის წევრის, გიორგი ვოლსკის თქმით, ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია ეთნიკური ნიშნით არ შემდგარა.

„რომ ვერავის ვერ მიმართავენ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენთვის საინტერესო არ არის, ვის ჩაწერენ ამ სიაში, ეგ ერთი. მეორე, ჩვენ არ გაგვიკეთებია ეს სია ეთნიკური ნიშნით, საქართველოს მოქალაქეა ყველა, ოსიც, აფხაზიც და ქართველიც, რომელიც იმ ტერიტორიაზე იმყოფებოდა და იმყოფება და მათ მიმართ ჩადენილ დანაშაულებებზეა ლაპარაკი და არა ერთმა ეთნიკურმა ჯგუფმა ჩაიდინა მეორეს წინააღმდეგ. თუ ამ კონტექსტში და ამ პათოსში იქნება რაიმე ინფორმაცია მოწოდებული, რასაკვირველია, ჩვენ ეს უნდა განვიხილოთ,“ - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ამავე თემაზე
დღის ამბები