20 ივნისი 2019,   10:12
ვრცლად
გაშიშვლებული პატიმრები და კრიმინალური სუბკულტურის გაძლიერება ციხეებში - ხმაურიანი დასკვნა

დამამცირებელი მოპყრობა ციხეებში - სახალხო დამცველისა და ადამიანის უფლებათა ცენტრის ანგარიშში დეტალურად არის აღწერილი თუ როგორ ექცევიან ქალ პატიმრებს საპყრობილეში. მონიტორინგის შედეგებით დადგინდა, რომ ციხეში შეყვანის დროს მსჯავრდებულებს შესამოწმებლად სრულად აშიშვლებენ, შემდეგ ბუქნების გაკეთებას აიძულებენ. არადა სამინისტროს უკვე დიდი ხანია ნაყიდი აქვს ძვირადღირებული სკანერი, რომელიც ამ დამამცირებელ პროცედურის ალტერნატიული გზაა.

მონიტორინგის დროს, ქალთა მეხუთე ციხეში 91 პატიმარი გამოიკითხა. ყველა შემოწმების დამამცირებელ და ღირსების შემლახავ პრაქტიკაზე საუბრობს.

ქალთა საპატიმროს მსგავსად, გაშიშვლების გზით ხდება შემოწმება არასრულწლოვანთა ციხეშიც.

სახალხო დამცველის და ადამიანის უფლებათა ცენტრის სკანდალურ დასკვნაში, ციხეებში კრიმინალური სუბკულტურის გაძლიერებაც მოჰყვა. ირკვევა, რომ წლიდან წლამდე მოზარდთა მოთავსების იზოლატორებში, ქურდული მენტალიტეტის პრივილეგირებული პატიმრების რიცხვი იზრდება. ეს ჯგუფი ციხის მართვაში არაფორმალური გზით მონაწილეობს და ჩაგრავს, მათთვის მიუღებელ პატიმრებს.

არასრულწლოვანთა და ქალთან ციხეებში არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგებს, სასჯელაღსრულების სამინისტრო ეხმაურება.

უწყება არ იზიარებს „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ დასკვნებს. მათი განმარტებით, პროცედურა, რომელიც დაკავშირებულია მსჯავრდებულის შემოწმებასთან, სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან, მათ შორის ევროპული ციხის წესებთან

ანგარიშში მოყვანილ ფაქტებს სრულად იზიარებს ყოფილი სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი.

ავტორი: ნინო ვარძელაშვილი 

დღის ამბები