27 აპრილი 2024,   00:40
ვრცლად
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებაში მცირედით გამყარდა

ლარი აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებაში მცირედით გამყარდა. 

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, ბანკთაშორის გამართული ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 2.4441 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4469 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0028 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8474 ლარია მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8494 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0020 ლარი შეადგინა.

 

 

 

დღის ამბები