27 აპრილი 2024,   08:19
ვრცლად
დახვრეტილი ბავშვის სულში ძრომას თავი დაანებონ, გიურზის შხამს რატომ წვეთავენ - მალხაზ მაჩალიკაშვილი

„ჯერ ხომ დახვრიტეს ბავშვი, თავი დაანებონ თავიანთი დახვრეტილი ბავშვის სულში ძრომას და სულში ქექვას,“- ეს განცხადება, პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ „შაბათის კურიერის“ პირდაპირ ეთერში გააკეთა.

მალხაზ მაჩალიკაშვილი ითხოვს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის ტერორიზმში დადანაშაულება შეწყვიტონ.

„ნუთუ არ არის ამ ხელისუფლებაში ერთი ადამიანი მაინც, რომ ერთი პროცენტი ვაჟკაცობა მაინც ეყოს, რომ ამას წერტილი დაუსვას. რაში სჭირდებათ ჩემი ოჯახის განადგურება, გიურზის შხამს რატომ წვეთავენ მთელს ჩვენს ოჯახში და ხეობაში,“- განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები