27 აპრილი 2024,   00:14
ვრცლად
"ჩემი შვილი არის შანტაჟის ქვეშ," - სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულის დედა

„ჯერ კარგად დაამუშავეს ჩემი შვილი, მერე აუყვანეს ადვოკატი. ჩემი შვილი არის შანტაჟის ქვეშ, ვიღაც უდგია უკან,“- ამის შესახებ ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულის დედამ განაცხადა.

მარიამ მარტიაშვილმა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ მისი შვილს აშანტაჟებენ. სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც მალხაზ კობაური წინასწარ პატიმრობაში დარჩა, დაცვის მხარე და მისი ოჯახი არ ეთანხმება და მის გასაჩივრებას აპირებს.

მარიამ მარტიაშვილმა მისი შვილის მიერ სასამართლოზე მიცემული ჩვენება გაიხსენა და აღნიშნა, რომ როგორც მალხაზ კობაური ამბობდა, მას ტურისტები ემუქრებოდნენ და დანაშაულის საკუთარ თავზე აღებას სთხოვდნენ.

„ოჯახით მაშანტაჟებდნენ, ამოგიწყვეტთ დედ-მამიშვილებს, აიღე შენს თავზეო, ვიღაც ტურისტებიო,“- განაცხადა მარტიაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები