19 ნოემბერი 2018,   03:50
ვრცლად
"შევთანხმდით, რომ გავაგრძელებთ მუშაობას საქართველოს მოსამზადებლად, რომ ნატოს წევრი გახდეს" - სტოლტენბერგი

"შევთანხმდით, რომ გავაგრძელებთ ერთად მუშაობას საქართველოს მოსამზადებლად, რომ ნატოს წევრი გახდეს,“- ეს განცხადება, ნატოს გენერალურმა მდივანმა ბრიუსელში ნატოს სამიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

ალიანსის გენერალურმა მდივანი საქართველოსა და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრების დასრულების შემდეგ სტოლტენბერგმა პრესკონფერენცია გამართა. 

„საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტებთან განვიხილეთ ჩვენი ერთობლივი წუხილი, რომელიც ეხება რუსეთის მხრიდან სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საფრთხეს. დღეს შევთანხმდით, რომ გავაგრძელებთ ერთად მუშაობას საქართველოს მოსამზადებლად, რომ გახდეს ნატოს წევრი. ასევე გავაძლიერებთ მხარდაჭერასა და დახმარებას კრიზისების მართვაში, წვრთნასა და სამხედრო მომზადებაში. ჩვენ ვაღიარებთ საქართველოს მნიშვნელოვან პროგრესს რეფორმების მიმართულებით და ვაფასებთ ქვეყნის მთავარ წვლილს ავღანეთის მისიაში. ჩვენ ვრჩებით ადრინდელ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ეხება უკრაინის მისწრაფებას, გახდეს ნატოს წევრი. ველით პროგრესს უკრაინაში რეფორმების მიმართულებით და გავაგრძელებთ პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის გაძლიერებას, რადგან ქვეყანა აქტიური კონფლიქტის წინაშეა,“- განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები