27 აპრილი 2024,   08:25
ვრცლად
დაგეგმილი ოპტიმიზაცია - საპარლამენტო ოპოზიციის კითხვებს ფინანსთა მინისტრობის კანდიდატი, ვანო მაჭავარიანი პასუხობს

საპარლამენტო ოპოზიციის კითხვებს ფინანსთა მინისტრობის კანდიდატი, ვანო მაჭავარიანი პასუხობს. ოპოზიცია დაინტერესდა იმით, თუ რატომ დათანხმდა ის მინისტრობის თანამდებობის დაკავებას მაშინ, როდესაც პოლიტიკური გამოცდილება საერთოდ არ აქვს და კომპანია „ჯეოსელში“ კომერციულ დირექტორად მუშაობდა.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს მინისტრობის კანდიდატისგან ასევე, სურდათ მიეღოთ პასუხი, თუ როგორ აპირებს ის ოპტიმიზაციის განხორციელებას და რა ნაწილში დაიზოგება თანხები.

„გაქვთ თუ არა ინფორმაცია და მოგიმზადეს თუ არა ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლებმა ამ ოპტიმიზაციის პირველი ეტაპის შემდეგ კონკრეტულად რა თანხებზე არის საუბარი, როდესაც ლაპარაკი არის მომავალ ოპტიმიზაციაზე, ალბათ, თქვენ პრემიერ-მინისტრთან ერთად გაიარეთ წინასწარი მონახაზი და შესაბამისად, აქედან გამომდინარე, გეგმავთ კონკრეტულ ოპტიმიზაციას და ეს კონკრეტული ოპტიმიზაცია, რა თქმა უნდა, კონკრეტულ თარიღებში და კონკრეტულ რიცხვებში იქნება გამოხატული, როდესაც საქმე ფინანსთა მინისტრს ეხება,“ - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” წევრმა, ხათუნა გოგორიშვილმა.

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი, დავით ჭიჭინაძე დაინტერესდა, რას მოიმოქმედებს მომავალი ფინანსთა მინისტრი კომპანია "ყაზტრანსგაზთან" დაკავშირებით.

„ჩამოწერილი იქნება თუ არა ის 40 მილიონიანი ვალი ახალი ხელშეკრულების შესაბამისად, ვინც შეისყიდის იმას, თუ სახელმწიფო ამას არ ჩამოწერს იმიტომ, რომ მე მიმაჩნია, რომ ეს ვალი არ უნდა ჩამოიწეროს და თუ ყაზახები ამ ვალს წერენ, მაშინ უნდა იყიდოს სახელმწიფომ, ის 40 მილიონი გადაიხადოს სახელმწიფომ, შემდეგ დაყოს ნაწილ-ნაწილად და გაყიდოს,“ - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

დღის ამბები