16 ოქტომბერი 2018,   10:54
ვრცლად
თბილისში, ჯანაშიას ქუჩაზე, ხანძარი გაჩნდა

თბილისში, ჯანაშია ქუჩაზე, ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი საყოფაცხოვრებო ნარჩენებს გაუჩნდა, შემდეგ კი სახლს მოედო. ჯამში, სულ დამწვარია 50 კვ.მ.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში რუსთავი2-ს განუცხადეს, ადგილზე სამი სახანძრო სამაშველო ბრიგადა მივიდა. 

ხანძრის გამომწვევი ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ ცეცხლი სადენებს გაუჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ცეცხლი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.

დღის ამბები