03 მაისი 2024,   04:04
ვრცლად
"ნორმები იყო დაცული, პირობები ჩვენ არაფერი გვაკლია " - საქნახშირის უსაფრთხოების უფროსი

ტყიბულში, ტრაგედიის ადგილზე იმყოფება საქნახშირის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი. მისი განცხადებით, შახტში უსაფრთხოების ნორმები დაცული იყო. გელა გაბინაშვილის თქმით, მომხდარის მიზეზს გამოძიება დაადგენს. გაბინაშვილი ვარაუდობს, რომ "გადაცდომებია რაღაც".  

"ტრაგედიის მიზეზზე „ვერაფერს ვერ გეტყვით ჯერჯერობით, ყველაფერი ნორმები იყო დაცული. პირობები ჩვენ არაფერი გვაკლია, ეს არაა ამის გულისთვის. რომელ კომისიას უნდა დაეწყო მუშაობა, ახლა ამოვიყვანეთ. ჩამოვლენ,  უსაფრთხოება, ზედამხედველობა, ჯანდაცვა და დაიწყება. დამწვრობაა, აფეთქებაა რა...  გადაცდომებია რაღაც,“ - ამბობს საქნახშირის თანამშრომელი, უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი.

ტრაგიკული შემთხვევა, რომელსაც 4 მეშახტე ემსხვერპლა და ექვსი დაშავდა, მინდელის შახტში დღეს დილით გამთენიისას მოხდა.

გამოძიების პირველადი ვერსიით, შემთხვევა მეთანის აფეთქებამ გამოიწვია.

ამავე თემაზე
დღის ამბები