26 აპრილი 2024,   22:23
ვრცლად
საქართველოს ყირგიზეთის პრემიერ-მინისტრი ეწვია

OGP-ის სამიტის ფარგლებში საქართველოს ყირგიზეთის დელეგაცია პრემიერ-მინისტრ მუჰამედკალი აბილგაზიევის ხელმძღვანელობით ეწვია. 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი შარვაშიძემ, მიიღო.

მხარეები მიესალმნენ ყირგიზეთის მაღალი დონის მონაწილეობას ღია მმართველობის სამიტში და აღნიშნეს, რომ ყირგიზეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი განსაკუთრებულ მნიშვნელობას შეიტანს ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებაში.

მუჰამადკალი აბილგაზიევი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან. ყირგიზეთის პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს OGP-ის სამიტზე. 

ვიზიტის ფარგლებში ყირგიზეთის დელეგაციის წევრები შეხვედრებს გამართავენ საქართველოს შესაბამის უწყებებში.

დღის ამბები