26 აპრილი 2024,   21:57
ვრცლად
საქართველოს ოკუპაციის საკითხისთვის გვერდის ავლა ტრამპი-პუტინის შეხვედრაზე - ექსპერტები საგარეო პოლიტიკის ხარვეზებზე საუბრობენ

ტრამპი-პუტინის შეხვედრაზე საქართველოს ოკუპაციის საკითხისთვის გვერდის ავლას, ქვეყნის ხელისუფლების უმოქმედობას და არაეფექტურ საერთაშორისო პოლიტიკას უკავშირებს ექსპერტთა ნაწილი.

ანალიტიკოსები მთავრობისგან საგარეო პოლიტიკის ცვლილებასა და ყველა საერთაშორისო ბერკეტის გამოყენებას ითხოვენ რათა კონფლიქტურ ზონებზე საუბრისას საქართველოს საკითხი მუდმივად იყოს დღის წესრიგში.

„ის რომ საერთაშორისო ფორუმებზე საქართველოს საკითხი არ განიხილება, როგორც სტრატეგიული ასევე რეგიონალურ დონეზე არის საქართველოს მთავრობის დანაშაული და შედეგი იმ არაეფექტური საგარეო პოლიტიკის. ახლა უკვე ჩვენ ვიმკით შედეგებს ამ საგარეო პოლიტიკის,“-ამბობს საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი ბათუ ქუთელია.

დღის ამბები