27 აპრილი 2024,   02:32
ვრცლად
"კომპანია ამ პერიოდში არის სრულ ზარალზე" - ბიზნესომბუდსმენის პირველი კომენტარი "საქნახშირის" შეთავაზებაზე

"საქნახშირის" შეთავაზებაზე, რომ ტყიბულის შახტს ხელისუფლებას უსასყიდლოდ გადასცემენ, პირველი კომენტარი გააკეთა ბიზნესომბუდსმენმა. ირაკლი ლექვინაძის თქმით, კომპანიას ფინანსური პრობლემები აქვს. მისი განცხადებით, „საქნახშირმა“ გარკვეული თანხა ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაში ჩადო, თუმცა ტრაგედიამ აჩვენა, რომ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

„კომპანიას ჰქონდა მნიშნველოვანი მცდელობები იქ არსებული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ეს არ იყო საკმარისი. კომპანია ამ პერიოდში არის სრულ ზარალზე და მისი სურვილი იმისა, რომ დათმოს აღნიშნული ობიექტი, გამომდინარეობს აქედან, რადგან იქ არსებული ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციას სჭირდება საკმაოდ მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსი, რომელიც ამ ეტაპზე კომპანიას არ გააჩნია. აუცილებელია, რომ მომეტებული საფრთხის მქონე საწარმოებში შესაბამისი პირობები არსებობდეს, ამან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ასეთი საჭიროება ასეთი ტიპის ობიექტებში არსებობს,“- განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები