საქართველოში ოფიციალური ვიზიტის პირველი დღე იტალიის პრეზიდენტმა თბილისის მერთან შეხვედრით დაასრულა. მას კახი კალაძემ ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა. მანამდე კი სერჯო მატარელა ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია, სადაც საქართველო-იტალიის მეგობრობის ამსახველი გამოფენა დაათვალიერა. უნივერსიტეტის რექტორსა და განათლების მინისტრთან შეხვედრის დროს კი საუბარი შეეხო საქართველო-იტალიის ურთიერთობებს, მათ შორის განათლების მიმართულებით.