27 აპრილი 2024,   04:54
ვრცლად
პრემიერი ევროსაბჭოს პრეზიდენტსა და ევროკომისრებს შეხვდება

პრემიერ-მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტი ბრიუსელში გრძელდება.

მამუკა ბახტაძე შეხვედრებს დღეს ბელგიის სამეფოს ვიცე პრემიერთან, საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრთან გამართავს, რის შემდეგაც პრემიერი ევროსაბჭოში გადაინაცვლებს, სადაც დაგეგმილია მოლაპარაკებები საბჭოს პრეზიდენტთან დონალდ ტუსკთან. 

დღესვე მამუკა ბახტაძე ევროკომისრებსაც შეხვდება. შეხვედრის მთავარი თემა, ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაცია,ევროკავშირთან ურთიერთობები,ვაჭრობისა და ეკონომიკის საკითხები იქნება.

დღის ამბები