27 აპრილი 2024,   08:55
ვრცლად
საგანგებო სიტუაციების სამსახურს საკუთარი სამაშველო ვერტმფრენი არ ჰყავს - ოპოზიცია ხელისუფლებას აკრიტიკებს

უკრაინელი ტურისტი, ევგენი ალექსადროვი, მეხუთე დღეა, სვანეთში, თეთნულდის მწვერვალზე არის დაკარგული. საგანგებო სიტუაციების სამსახურს საკუთარი ვერტმფრენი არ ჰყავს, რომელსაც ასეთ ვითარებაში გამოიყენებს. ევგენი ალექსადროვის გამოსაყვანად ხვალ საქაერო ნავიგაციის ნათხოვარი ვერტმფრენით შეფრინდებიან.

საგანგებო სიტუაციების სამსახურისთვის საკუთარი ვერტმფრენის არქონის საკითხს პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა. ხელისუფლების ოპონენტების შეფასებით, სამინისტროებში მინისტრების მოადგილეების შემცირებით შესაძლებელია, ვერტმფრენების შესაძენად თანხები დაიზოგოს.

„ერთ მინისტრს დღეს 11 სამინისტროში 50 მოადგილე ჰყავს, განათლების მინისტრს ჰყავს შვიდი მოადგილე, სამინისტროებში მხოლოდ თითო მოადგილის შემცირებით და 240 საჯარო სამართლის იურიდიულ პირში 21 მილიონის ეკონომიას იწვევს. ეს არის შვიდი ახალი ხარისხიანი ვერტმფრენი ერთ წელიწადში,“- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ.

ოპოზიციის წარმომადგენლები ხელისუფლების მხრიდან თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე საუბრობენ.

„ჩავხედოთ ისევ „აწარმოე საქართველოს“ ან „სტარტ აპ საქართველოს“, ჩვენ დავინახავთ, რომ სტარტ აპებში, რომელიც, თითქოს, ინოვაციების განვითარებაზეა მოწოდებული, დაფინანსებულია, მაგალითად, 90 ათასი ლარით ფეხსაცმლის კალაპოტების წარმოება, მაგალითად, 100 ათასი ლარით არის დაფინანსებული ნაყინის ჯოხების წარმოება. 90 ათასი ლარით არის დაფინანსებული ფელამუშის კუბების წარმოება,“- განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები