27 აპრილი 2024,   07:14
ვრცლად
200 ადამიანია დაკარგული, ხალხს ვერ უკავშირდებიან - საბერძნეთში მცხოვრები ქართველები

ათენის გარეუბანში გაჩენილი ძლიერი ხანძრის ლოკალიზებას მაშველები ვერ ახერხებენ. იმის მიუხედავად, რომ საბერძნეთს ოთხმა ქვეყანამ უკვე აღმოუჩინა დახმარება ხანძრის კერები მაინც ჩნდება.

„კურიერი“ ცოტა ხნის წინ საბერძნეთში მცხოვრებ ქართველებს დაუკავშირდა.

მათი თქმით, მდგომარეობა საგანგაშოა, ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს არ გადაადგილდნენ იმ უბნებში, სადაც ხანძრის საშიშროებაა.

„ქარი რომ იყო ძალიან ძლიერი წამოვიდა სახლებისკენ. დამწვარია დიდი ტერიტორია. ნახევარი ათენის გარშემო სახლებია დამწვარი. 200 კაცამდეა დაკარგული. 50 მკვდარია. ვერ ახერხებენ ხალხის გამოყვანას, მხოლოდ 750 კაცი ჰყავთ გამოყვანილი. 26 კაცი ერთად დაიწვა ტყეში. მყავს ძალიან ბევრი ნაცნობი, რომლებიც ათენიდან ზაფხულობით გადიან იქით.ხალხს ვერ უკავშირდებიან“-ამბობს კესო სამხარაძე.

ათენის გარეუბანში ხანძარი გუშინ გაჩნდა. ძლიერ ცეცხლს 50 ადამიანი ემსხვერპლა და 100-ზე მეტი დაშავდა. დაიწვა ათეულობით საცხოვრებელი სახლი. ცეცხლის ლოკალიზება ვერ ხერხდება. საბერძნეთის ხელისუფლება მოკავშირე ქვეყნებს დახმარებას სთხოვს. საბერძნეთში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

დღის ამბები