27 აპრილი 2024,   04:36
ვრცლად
კვირიკაშვილისა და ქუმსიშვილის მიერ ივანიშვილისთვის დამალული მონაცემები - კვლევების მიხედვით, საქართველოში ყოველი მეხუთე ღარიბია

მსოფლიო სავალუტო ფონდის კვლევების მიხედვით, საქართველოში ყოველი მეხუთე ღარიბია, მოსახლეობის, თითქმის, ნახევარი კი - სოციალურად დაუცველი.

ეს იმ კვლევის შედეგებია, რომელზეც "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ და ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ისაუბრა და თქვა, რომ კვლევა მას, ისევე როგორც საზოგადოებას კვირიკაშვილმა და ქუმსიშვილმა დაუმალეს. 

2018 წლის მსოფლიო ბანკის სისტემური დიაგნოსტიკური ანგარიშის თანახმად, 2009 წლიდან 2016-მდე მათი რაოდენობა 47 დან 54 პროცენტამდე მერყეობს.

კვლევის მიხედვით, დაბალშემოსავლიან ქვეყნებს შორის საქართველოზე უარესი მდგომარეობა მხოლოდ ყირგიზეთსა და ტაჯიკეთეშია. მეზობელ სომხეთში კი ღარიბი მოსახლების რაოდენობა 13 პროცენტია მაშინ, როცა საქართველოში 17 პროცენტზე მეტია.

ყველაზე ღარიბ რეგიონად საქართველოში მცხეთა-მთიანეთი სახელდება. 

ამავე თემაზე
დღის ამბები