27 აპრილი 2024,   00:58
ვრცლად
შემოწმების მიზნით მსჯავრდებულთა გაშიშვლება - საკონსტიტუციო სასამართლომ მოქალაქეთა სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა 

საკონსტიტუციო სასამართლომ 4 მოქალაქის სარჩელი, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებებში შემოწმების მიზნით მსჯავრდებულების გაშიშვლების საკითხს ეხება, ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ შემოწმების არსებული მექანიზმი ღირსების შემლახავი მოპყრობაა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას ეწინააღმდეგება.

საკონსტიტუციო სასამართლომ სარჩელი დააკმაყოფილა მოთხოვნის იმ ნაწილში, სადაც კანონი დირექტორს უფლებას აძლევდა დასაბუთების გარეშე მიეღო პატიმრის გაშიშვლების გადაწყვეტილება.

დღის ამბები