27 აპრილი 2024,   07:09
ვრცლად
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მსხალგორის ტყეში მონადირე დაიღუპა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მსხალგორის ტყეში მონადირე დაიღუპა 23 წლის ახალგაზრდა მამასთან ერთად სანადიროდ იმყოფებოდა. მას სავარაუდოდ, კლდეზე ფეხი დაუცდა და რამდენიმე ათეული მეტრის სიმაღლიდან ხევში გადავარდა.

სამძებრო- სამაშველო სამუშაოებში თბილისიდან ჩასული სამაშველო ჯგუფები, მოგვიანებით კი ვერტმფრენი ჩართეს. ცხედარს რამდენიმესაათიანი ძებნის ოპერაციის შემდეგ მიაკვლიეს. შსს- ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღიძრა.

დღის ამბები