27 აპრილი 2024,   04:09
ვრცლად
პრემიერის ინიციატივით, ქვეყანაში გარემოს დაცვის ომბუდსმენის ინსტიტუტი შეიქმნება

პრემიერ-მინისტრმა კოჯორში მთავრობის წევრებს ახალი გარემოსდაცვითი კონცეფცია „მწვანე ეკონომიკა“ გააცნო.

მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ „მწვანე ეკონომიკის“ პოლიტიკის განხორციელება მთავრობის უპირველეს ამოცანა იქნება, რომლის მთავარი ფოკუსი გარემოს დაცვაა.

მთავრობის მეთაურმა ასევე დააანონსა გარემოს დაცვის ომბუდსმენის აპარატის შექმნა, რომელიც უახლოეს პერიოდში ამოქმედდება.

„ძალიან მნიშვნელოვანია, შეიქმნას ატმოსფერული ჰაერის დაცვის ეფექტიანი პროგრამები ურბანული ქალაქებისთვის. თითოეულ სახელმწიფო უწყებას, მათ შორის, კერძო სექტორს, განესაზღვრება კონკრეტული ვალდებულებები და რეკომენდაციები იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად გაუმჯობესდეს ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობა. ჩემი ინიციატივა იყო, რომ ჩვენ შემოვიღოთ ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტი, გარემოს დაცვის ომბუდსმენი, რომელიც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინსტიტუტი იქნება იმისთვის, რომ ჩვენ გვქონდეს ძალიან ეფექტური კომუნიკაცია, პირდაპირი და უკუკავშირი ჩვენს საზოგადოებასთან,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

დღის ამბები